არქეოლოგი – მეცნიერი, რომელიც გათხრების საშუალებით სწავლობს ძველი საზოგადოების ისტორიასა და კულტურას.
ბაბილონის სამეფო – უძველესი სახელმწიფო შუამდინარეთის (დღევანდელი ერაყის) ტერიტორიაზე. განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია მეფე ნაბუქოდონოსორ II–ის მმართველობის დროს.
გუთები – მომთაბარე ტომები. ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში დიდ პრობლემებს უქმნიდნენ რომის სახელმწიფოს.
ევფრატი – მდინარე მახლობელ აღმოსავლეთში. წარმოიქმნა ორი მდინარის – აღმოსავლეთ ევფრატის, ანუ ანუ მურადისა და დასავლეთ ევფრატის, ანუ ყარა–სუს შეერთების შედეგად. სათავეს იღებს თურქეთში. ჩაედინება სპარსეთის ყურეში. სიგრძე დაახლოებით 2700 კმ – ია.
თეოდოსიუსი – რომის იმპერატორი 379–395 წლებში. მისი მეფობის პერიოდში რომის იმპერია ოფიციალურად გაიყო ორ ნაწილად – დასავლეთ რომისა და აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიად.
იშთარი – ქალღმერთ ინანას აქადური სახელწოდება. განასახიერებდა ამომავალსა და ჩამავალ მზეს. ითვლებოდა ცხოველთა მეუფედ, სიყვარულისა და სიტკბოების ქალღმერთად. გაიგივებული იყო პლანეტა ვენერასთან.
კოლონა – ვერტიკალური სვეტი, რომელსაც შენობების საყრდენად იყენებენ.
კალიგულა – რომლის იმპერატორი 37 – 41 წლებში. გამოირჩეოდა პატივმოყვარეობით და განსაკუთრებული სისასტიკით.
ლიდია – ძველაღმოსავლური სამეფო. მდებარეობდა დასავლეთ მცირე აზიაში. დამოუკიდებელი სახით არსებობდა ძვ.წ.VII – VI საუკუნეში. ძვ.წ 546 წლიდან ირანის შემადგენლობაში მოექცა.
ლუკიანე სამოსატელი – ბერძენი მწერალი. ცხოვრობდა III საუკუნეში.
კლასიკური ეპოქა – ძველი საბერძნეთის ისტორიის ერთი გარკვეული პერიოდი. მოიცავს ძვ.წ.V და IV საუკუნეებს.
ლიდია – ძველაღმოსავლური სამეფო დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. იარსება ძვ.წ. 550 წლამდე.
მუმია – მიცვალებულთა სხეული, გარკვეული წესით დამუშავებული და შენახული. მუმიფიცირება ძირითადად გავრცელებული იყო ეგვიპტეში. არსებობდა მუმიის დამზადების რამოდენიმე ხერხი. ამის შესახებ ვრცლად მოგვითხრობს ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე თავის „ისტორიაში“.
პტოლემეოს II – ეგვიპტის მეფე ძვ.წ. 282 – 246 წლებში.
სკულპტურა – ქანდაკება.
სტრაბონი – ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი. ცხოვრობდა ძვ.წ I საუკუნეში.
ფიდიასი – ძველი ბერძენი მოქანდაკე. ცხოვრობდა ძვ.წ. V საუკუნეში.
ფრონტონი – შენობის ფასადის ზედა, სამკუთხა ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავით.
ფარაონი – ეგვიპტის მეფის ტიტული. ეგვიპტურად ეწოდება „პერ აა“ ანუ „დიდი სახლი“. ეგვიპტეში ფარაონების ოცდაათამდე დინასტია არებობდა.
შორენკეცი – ფერადი ფილა, იყენებენ შენობების მოსაპირკეთებლად.
No comments:
Post a Comment